10 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მეტეოროლოგების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს.