LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა, რომელიც 30 წელი ჩხუბის გარეშე გაატარა, ბედნიერი ქორწინების მთავარი წესები დაასახელა

55
146630684_3698450803564387_6613771649552343484_n

აშშ-ში, ვირჯინიელმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში 30 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მათ ერთხელაც არ უჩხუბიათ.

წარმატებული ქორწინების ისტორია New York Post-მა გამოაქვეყნა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრების წესებიც გაამხილა.

ფსიქოლოგი ჰანა კილი და მისი მეუღლე, მარკეტინგის სპეციალისტი ბლერ კილი ირწმუნებიან, რომ ამდენი წლის განმავლობაში მათ ცხოვრებაში ერთი დაძაბული მომენტიც კი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ ხმის ტემბრიც კი არ აუმაღლებიათ, მიუხედავად იმისა რომ 7 შვილი გაზარდეს.

წყვილმა აღნიშნა, რომ ურთიერთობა ეს არის ცოდნის შედეგად შეძენილი უნარი და არა ნიჭი. პირველი წესია – გრძნობებისა და მოლოდინების გაზიარება. იმისათვის, რომ კონფლიქტი აირიდონ თავიდან მეუღლეები ერთმანეთთან ღიად საუბრობენ, ერთმანეთს ემოციებს უზიარებენ. მეორე წესი – ერთმანეთისთვის გამოწვევების დაწესებაა, წყვილებს უნდა ახსოვდეთ რომ მათ ბედნიერებაზე პასუხისმგებელი პარტნიორი არ არის. ბედნიერი ქორწინება ცოლ-ქმრის განვითარების ერთ ტემს გულისხმობს და წყვილი ერთმანეთისგან მხარდაჭერის გარდა არაფერს უნდა ელოდოს. და ბოლოს, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანია წესია – ცოლ-ქმარმა ნაჩხუბარმა არ უნდა დაიძინოს, ძილის წინ ყველა პრობლემა უნდა განიხილოს და კონფლიქტი დასაწყისშივე დაასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები