LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს წელიწადში 10 მილიონზე მეტი ელექტროქარის გაყიდვა სურს

113
xiaomi

კომპანია Xiaomi თავის ავტომობილზე მუშაობას აგრძელებს. დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ბრენდის გენერალურმა დირექტორმა ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა – ტექნოგიგანტი ელექტროქარების მსოფლიო ბაზრის ლიდერების შევიწროებას აპირებს და წელიწადში 10 მილიონ მანქანას გაყიდის. როდესაც „ელემენტიანი“ მანქანების ინდუსტრია უფრო გაიზრდება, ბაზრის 80%-ს 5 ბრენდი დაიკავებს და Xiaomi მათგან ერთ-ერთი იქნება.

Xiaomi-ს ავტო განყოფილება 2021 წელს შეიქმნა. მას შემდეგ პირველი მოდელის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინსაიდერების საშუალებით ვრცელდებოდა, ოფიციალურ განცხადებას კი ამ დრომდე არავინ აკეთებდა. უახლესი ანგარიშის მიხედვით, Xiaomi-მ ახალ ტექნოლოგიებში 829 მილიონი იუანის ინვესტიცია ჩადო და ამ ტექნოლოგიებში “მწვანე” ელექტრომობილებიც იგულისხმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები