ზუგდიდში მაღაზია დააყაჩაღეს. „რუსთავი2“-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ თავდამსხმელებმა სოფელ ინგირში ხორბლეულის მაღაზიიდან 800 ლარი იარაღის მუქარით წაიღეს, გამყიდველი კი გაკოჭეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.