LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავაზე დამოკიდებულება შრომისუნარიანობას ამცირებს

224
3138242880_main

კოფეინის გარეშე დილა მილიონობით ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ყავა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სიაში საპატიო მეორე ადგილს იკავებს. მაშინ როცა მის სასარგებლო თვისებებს არაერთი კვლევა ეძღვნება, დიეტოლოგთა ჯგუფმა ყურადღება უარყოფით მხარეზე და კოფეინ-დამოკიდებულების საშიშროებაზე გაამახვილა.

აღმოჩნდა, რომ თუკი ადამიანი ყავას ძალიან დიდი რაოდენობით, მაგალითად დღეში 8-10 ჭიქას მიირთმევს, ნერვული სისტემა ზედმეტად იტვირთება. ყავა ძილის ხარისხზეც აისახება და შრომისუნარიანობასაც ამცირებს. ზედმეტი რაოდენობით კოფეინი აღქმის უნარს აქვეითებს, გულის მუშაობას აჩქარებს და გულძმარვას იწვევს.

სპეციალისტებმა ისიც დააზუსტეს, რომ თუკი კოფეინთან ერთად ადამიანი ეწევა კიდეც, მაშინ საჭმლის მომნელებელ სისტემას ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. სწორედ ამიტომ, ყავის მირთმევისას ბალანსის დაცვა აუცილებელია.

კოფეინ დამოკიდებულების თავიდან მოშორება 3 კვირაშია შესაძლებელი. სასმელი მიჩვევას ნამდვილად იწვევს და მასზე უარის თქმა ადვილი არ იქნება, თუმცა რამდენიმე კვლევით დასტურდება რომ ყავის „გადაგდება“ 3 კვირაში რეალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები