LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოფილი ქმრის მიერ მოკლული დედა-შვილი.. არაა ყოფილი არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა, მერამდენე შემთხვევაა უკვე!“ – გურამ შეროზია დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

1773
fot (2)

18 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, მოქმედმა პოლიციელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ყოფილ მეუღლესა და სიდედრს იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

მომხდარს ბლოგერი, გურამ შეროზია ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ „ყოფილი არავის საკუთრება არ არის“.

„მდგომარეობა მძიმეა, ორ და სამ დღეში ცვლილებები ვერ ექნება“ – ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

როგორც „ფორტუნას“ ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ყოფილი ქმრის მიერ მოკლული დედა-შვილი

მოქმედმა სამართალდამცველმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა.

უკვე მეშინია ფბ-ზე შემოსვლა, რომ კიდევ რამე საშინელება არ გავიგო! არაა ყოფილი არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა, მერამდენე შემთხვევაა უკვე!!!

ან ბავშვები, რომელიც შეესწრნენ, აღარ ვიცი რა ვთქვა!“, – წერს გურამ შეროზია.

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

 

 

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, თბილისში, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანაშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საქმეზე გამოძიება კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

„მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ აბაზანაში ჩაიკეტა“ – დოლიძეზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი – გახარია პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და მოხსნა – ნათია მეზვრიშვილი

2018 წლის ივლისში დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება – შსს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს პასუხობს

„მზრუნველი მამა ჩანდა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში… ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია“ – რას ჰყვება დოლიძის ქუჩაძე მოკლული გოგოს მეგობარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g