ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს პიკის საათში როგორი საცობია ქალაქში.
მევლუდ მელაძე ვიდეოში დეტალურად აღწერს, რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა განიტვირთოს.
ავტომრბოლელმა თბილისის მერიას მიმართა, ქალაქის ქუჩების დაგეგმვაში ჩართონ და ამისთვის ის არანაირ ანაზღაურებას არ ითხოვს.
„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, არანაირი ანაზღაურება არ მინდა, უბრალოდ ქალაქის ქუჩების დაგეგმვაში ჩამრთეთ და თუ სასურველი შედეგი არ დადგება ყველაფერი მე დამაბრალეთ“. – წერს მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
მევლუდ მელაძე: საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი არის ესტაკადების მშენებლობა