ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ საბუეში საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ცნობითვე შემთხვევა ღამით მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობითვე, მძღოლი დაკავებულია.