LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვავილებიანი კომბინეზონი და 55-ე იუბილე საყვარელი მამაკაცის გარეშე – ჯეი ლოს გრანდიოზული წვეულება გრძელდება

367
page

ჯეი ლოს წინა საიუბილეო ზარ-ზეიმი გრძელდება. ამჯერად 54 წლის არტისტი ნიუ-იორკში, ღია ცის ქვეშ მდებარე სადღესასწაულო სივრცეში გადაიღეს. ამ დღეს მას ყვავილებიანი კომბინეზონი ამშვენებდა და არც ბრწყინვალე განწყობას უჩიოდა.

მასთან ერთად შვილები, ემმა და მაქსი და ჯეი ლოს დედა, გვადალუპე როდრიგესი იმყოფებოდნენ.

როდის და სად შედგება ჯენიფერი 55 წლის, დასკვნითი იუბილე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გამოცემა People-ის ცნობით, ბენ აფლეკი ჯერ არცერთ წვეულებას არ დასწრებია, ის სტუმრების სიაში არ გახლავთ მოხსენიებული.

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლოს ახალი ფოტოები და პრინცესულ კაბაში გამოწყობილი დედა – ჯენიფერ ლოპესმა 55 წლის იუბილესთვის ცხენები და ეტლი იქირავა, ბენ აფლეკი კი არ დაპატიჟა

როგორ აღნიშნმა „ბენიფერმა“ ქორწინების ორი წლის იუბილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები