დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების მიხედვით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
სტუდენტებმა უამრავი მილოცვა მიიღეს. არაერთი ემოციური პოსტი გავრცელდა სოციალურ ქსელში.
ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ახალგაზრდებს ულოცავს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.
„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს.”
ილია ჭავჭავაძის ეს ფრაზა ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს და ყველაზე მეტად მაიმედებს.
ყველა ახალგაზრდას, ჩემი შვილების თაობას გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.
იბრწყინეთ და ანათეთ ჩვენი ქვეყანა… მომავალი თქვენია…“ – წერს იზა ომაძე.
“განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს.” ილია…
Posted by Iza Omadze on სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
