LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სიტუაციაში ელეგანტური – ჯუდ ლოუს ვენეციის არხში ლეპტოპი ჩაუვარდა და მას კინაღამ გადაჰყვა

194
page

ბრიტანელ მსახიობს, ჯუდ ლოუს „ვენეციის 82-ე კინოფესტივალიდან“ დაბრუნებისას პატარა ინციდენტი გადახდა. ვარსკვლავმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ნავიდან გადასვლისას წაბორძიკდა, ხელიდან კი ლეპტოპი გაუვარდა.

ყველა სიტუაციაში ელეგანტური ლოუ, უხერხულ მომენტშიც კი გრაციოზულად გამოიყურებოდა. მსახიობი გულშემატკივრებს ღიმილით შეეგება და მათ ავტოგრაფებიც დიდი სიამოვნებით დაურიგა. მასთან ერად იმყოფებოდა მისი მეუღლე, ფილიპა კოენი.

ცნობისთვის, „ვენეციის კინოფესტივალზე“ მისი ახალი ფილმის, „ჯადოქარი კრემლიდან“ ჩვენება გაიმართა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის როლს ასრულებს.

ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინის როლში – მორიგი კადრები გადასაღები მოედნიდან

„გავმელოტდი და ჩამოვბერდი“ – 51 წლის ჯუდ ლოუ DuJour-ს გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები