LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამ ყველაფერზე ბევრს ვიცინით” – ინსაიდერი „ბენიფერის“ შესახებ

361
Untitledh

რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო შოუბიზნესი შოკისმომგვრელმა სიახლემ მოიცვა. 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან. „ბენიფერის“ გულშემატკივრები ცდილობენ გაარკვიონ, მართლა აქვთ რომანი 2000-იანი წლების ცნობილ ვარსკვლავურ წყვილს, თუ ეს მორიგი ჭორია.

აი საიდან დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ შესახებ ახალი დეტალები იკვეთება

ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე

მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, რა ვიცით „ბენიფერის“ მეორედმოსვლის შესახებ? – თავდაპირველად ბენი ჯეი ლოს სახლთან არაერთხელ დააფიქსირეს, შემდეგ კი წყვილი ერთ მანქანაში აეროპორტისკენ მიმავალნი გადაიღეს, ისინი მონტანასკენ, პირადი ვერტმფრენით გაემართნენ.

ჯეი ლომ ბენ აფლეკთან რომანი „ინსტაგრამზე“ გავრცელებული ვიდეოთი დაადასტურა

„ბედნიერების ცეკვა“ – 51 წლის ჯეი ლომ 17 წლის შემდეგ ნამდვილი სიყვარული დაიბრუნა – უახლესი ფოტოები

მიუხედავად ამდენი არგუმენტისა, მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველივე ზემოთქმულს ეჭვქვეშ აყენებს. საუბარია ერთ-ერთი ინსაიდერის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ჯეი ლოს ოჯახთან დაახლოებულ პირს იცნობს და ყველაფერი რაც იწერება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ტყუილია, ჩვენ ამ ყველაფერზე ბევრს ვიცინით, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პარტნიორები არიან, რომლებსაც ცივილური, კეთილგანწყობილი მეგობრობა აკავშირებთ. მათ ურთიერთობაში რომანტიკული არაფერია“, – აცხადებს ინსაიდერი.

ასე რომ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ,  როდის დადასტურდება ოფიციალურად ჯეი ლოსა და მისი ყოფილი საქმროს, ბენ აფლეკის ურთიერთობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები