LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანაირი რეკორდი მოხსნილია, საწოლები გადავსებულია: რამდენი ხანი აღარ მოხდება გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება

203
butsashvili0101

“დღევანდელი ეპიდვითარება ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამას არავინ ელოდა. ყველანაირი რეკორდი მოხსნილია”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია. ახლა ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. საწოლები გადავსებულია და ახლა მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს რესურსი გონივრულად გამოვიყენოთ. ეს მდგომარეობა სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ არსებული მდგომარეობა, ადამიანები ისევ ისე წარმატებით იკრიბებიან, იხდიან წვეულებებს, დაბადების დღეებს. თავშეყრები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. როგორღაც ვირუსი უნდა შევაკავოთ“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, რამდენიმე საგანგაშო ნიშანზე, თუ როგორ მივხვდეთ, რომ ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა მძიმდება.

პირველ რიგში, არის სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს რეალისტურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს, შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც. ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა“.

მისივე თქმით, დღევანდელი ვარაუდით, დაახლოებით 2 წელიწადი გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება აღარ მოხდება.

ანტისხეულები დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას ნუ იჩქარებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილს არც უმუშავდება ანტისხეულები, მაგრამ მათ იმუნიტეტი სხვა მექანიზმით მაინც გამოუმუშავდებათ. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება“. – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები