თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი ახალ სივრცეში განთავსდება.
მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება:
“თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული.
სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა თბილისის მერმა.