„ყველას, ვინც ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს! ზუსტად იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს რაც, ამ უკარგესმა ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა“, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას.
როგორც ნანუკა წერს, ნიკოლოზ კვარაცხელიამ „მოახერხა ბნელი წრიდან გამოსვლა, 22 წლის ასაკში შექმნა საკუთარი და რაც მთავარია ღირებული, ახალი, ინოვაციური… მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!“.
„ერთია როცა თავად ირჩევ იყო მკვლელი, ძველი ბიჭი, ქურდული მენტალიტეტი გმართავდეს, საქმეებს არჩევდე, მაგრამ მეორეა, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, ამ გარემოში დაბადებული, მაგრამ განათლებას იღებ, ვითარდები და უარს ამბობ ყველაფერზე, რაც წესით მემკვიდრეობით გერგო. სხვაა, როცა რადიკალურად სხვა გზას ირჩევ.
ამ ბიჭმა ეს მოახერხა. მოახერხა ბნელი წრიდან გამოსვლა და ჯერ მხოლოდ 22 წლის ასაკში შექმნა საკუთარი და რაც მთავარია ღირებული, ახალი, ინოვაციური. მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!
ვუსურვებ ბნელს და უკუნს ყველას ვინც ამ ამბავში გარეულია!
და ყველას, ვინც ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს! ზუსტად იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს რაც, ამ უკარგესმა ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა“, – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.