LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას, ვისთვისაც ჩემს ძვირფას მეგობარს, ნიკა ყიფშიძეს სიკეთე გაუკეთებია, გთხოვთ მონახოთ საშუალება და ბოლო პატივი მიაგოთ მას“ – ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

262
ყიფშიძე

ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს ხვალ, 5 იანვარს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

„ყველას, ვისთვისაც ჩემს ძვირფას მეგობარს, ნიკა ყიფშიძეს სიკეთე გაუკეთებია, გთხოვთ მონახოთ საშუალება და ბოლო პატივი მიაგოთ მას.

პანაშვიდი: შაბათს, 4 იანვარს, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა #9.

გამოსვენება: 5 იანვარს, 14:00-ზე, დიდუბის ეკლესიიდან.

დაკრძალვა დიდუბის პანთეონში,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g