LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მწვანე, ლამაზი და უსაფრთხო: როგორ გამოიყურება განახლებული მზიურის პარკი (ფოტოები)

762
BeFunky-collage (1)

განახლებული  „მზიურის“ პარკი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და  საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. 9 კომპონენტიანი პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 50,6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

პარკში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ოჯახთან ერთად [ფოტოები]

“გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა ერთად. მარტო მერი, ან მერიის თანამშრომლები ვერაფერს ვერ გახდებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

“მზიური არის საბოლოო ნაბიჯი, შედეგი. ამას მოჰყვა აქ ხეობის გაწმენდა, სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული…

კიდევ ერთხელ, მინდა პატივი მივაგოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ, გავიხსენოთ ის გმირი მაშველი, რომელმაც ჩვენი რვა მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა და თავი შეწირა მათ გადარჩენას. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდა თაობას, რომლებმაც ყველანაირი თხოვნის გარეშე, დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს, მათ ქალაქს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა გახარიამ.

ვიდეო: პრემიერის რეაქცია, როდესაც პატარა გოგონა მასთან ჩასახუტებლად მივიდა

პრემიერის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა პარკის გახსნის ღონისძიებაზე გადაღებული ვიდეო, სადაც პრემიერი მასთან მისულ ბავშვს გულთბილად იღებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში,13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული  ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა. აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველო ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გაკეთდა ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის და საბავშვო გასართობი მოედნები. პარკში განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

„მზიურის“ განახლებული პარკი თბილისის მერიას გადაეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g