LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ტანადი ევროპელები იტალიაში, საფრანგეთში და ნიდერლანდებში ცხოვრობენ

108
345

იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ზედმეტი წონა უფრო ნაკლებ ადამიანს აწუხებს, ვიდრე სხვა ევროპულ სახელმწიფოებში. იტალიაში არასასურველი კილოგრამები ან სიმსუქნის პრობლემა ზრდასრული მოსახლეობის 45%–ს აქვს, საფრანგეთში – 46%–ს, ხოლო ნიდერლანდებში კი – 47%–ს.

ასეთი დასკვნა ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო ევროსტატმა ყოველწლიური დაკვირვების შედეგად გამოაქვეყნა.

ზოგადად, წონასთან დაკავშირებული პრობლემა ევროპელთა ნახევარზე მეტს (52%) აწუხებს. მათგან 37%–ს ზედმეტი კილოგრამები, ხოლო 15%–ს კი სიმსუქნე აღენიშნება. ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, მაგალითად 2008 წელს მსგავსი პრობლემა მხოლოდ ევროპელთა 50%–ს ქონდა.

ყველაზე მეტად სიტუაცია რუმინეთში გაუარესდა და 2008 წლის შემდეგ ზედმეტი წონის მქონე ადამიანების რაოდენობა მთელი 13%–ით გაიზარდა (63%–მდე). ეს კი მთელი ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტია.

ევროპაში მოქმედებს უამრავი პროგრამა, რომელთა მიზანიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. მაგალითად, 2005 წელს ევროკომისიამ შექმნა პლატფორმა, რომელიც ევროპელებს სწორი დიეტის შერჩევაში და ფიზიკურ აქტივობაში ეხმარება. მის ფარგლებში უკვე ასობით აქცია თუ პროგრამა ჩატარდა.

2014 წლიდან ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნესთან ბრძოლის პროგრამაც დაიწყო. მაგალითად, ტკბილეულსა და გაზიან სასმელს სწრაფი კვების აპარატებში უფრო სასარგებლო ჩირით და წვენებით ანაცვლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები