LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი: თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აი, აქვე დგანან, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ საქართველო თავდაყირა დააყენონ

212
ზალკაა

ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ეს ძალიან კარგად იყო გაგებული და მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა ისიც, რომ საქართველოს საელჩო უკრაინაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.

ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაწესებაზე შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პერსონალურად საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ აწესებს სანქციებს, ვინაიდან პასუხისმგებლობით ეკიდება შესაძლო რისკს და ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სიფრთხილე.

მისივე თქმით, მას არ სურს, თბილისისკენ მომავალი რუსული ტანკები კვლავ იხილოს.

“საქართველო არასდროს უკან არ იხევს მკაფიო, მკაცრი ზომებისგან.საზოგადოებას დავიწყებული აქვს და მინდა შევახსენო – 2014 წელს, როცა ღარიბაშვილი პრემიერი იყო, საქართველო შეუერთდა სანქციებს ყირიმთან მიმართებაში. ეს სანქციები ყოველწლიურად გრძელდება და 2014 წლის შემდეგ უკან არ დაგვიხევია, მაგრამ, როცა საუბარია ქვეყნის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე, პრემიერმა განმარტა, რა საფრთხეებს ვხედავთ და ამაზე ვესაუბრებით უკრაინელ და ევროპელ კოლეგებს.

ეს სიფრთხილე მისი პასუხისმგებლობიდან მოდის, რომელიც თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს. რა გგონია, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია საქართველოში.

პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან და არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. ის, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანი საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ და როგორ?! ის, რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გუშინ გამოდის და ამბობს, რომ შემდეგი შეიძლება საქართველო იყოსო. ეს ჰაერიდან ხომ არ მოდის. ეს არის ის საფრთხე, რომელზეც ინფორმაცია ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვთ.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ “უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება”.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე – ღარიბაშვილი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g