საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ოპოზიციის გაერთიანებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება.
„მე მომხრე ვარ, გაერთიანდნენ და სავარაუდოდ ვერ აცდებიან. არ მინდა, ჩემი „ხაბე“ მარტო დარჩეს იმ ბრძოლაში და ახლა ეს „ჭიჭე“ ვაშაძე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, რა მნიშვნელობა აქვს?! ხომ ვიცით, რომ ყველას ერთნაირი ხელწერა აქვთ?! ყველა ერთიანი თესლიდან აღმოცენებულები არიან. ატყუებენ თავის ამომრჩეველს?
კალაძე: ოპოზიცია აღარ არსებობს, განადგურებულია
„დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი“
ვითომ „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან? გახარია რომ მჭერმეტყველებს და მორალს კითხულობს, ახლა გახდა თურმე დემოკრატი და თურმე „ნაცები“ არ მოსწონს, ისევე როგორც ხაზარაძეს. „ჭიჭე“ ვაშაძე კი საერთოდ დუმს. ლუსტრაცია ხდება წინასაარჩევნოდ ყველა ამ პატარა პარტიის.
მოვუწოდებ მათ, გაერთიანდით, ხალხი მაინც არ განსხვავებთ, ბარიერს მაინც გადალახავთ. იყვნენ აქ პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით“, – განაცხადა ზარქუამ.
