რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტი, ლევან ჭითანავა შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულ ზაზა მესხის შესახებ წერს და იმ დროს იხსენებს, როდესაც ზაზა გაიცნო.
„2006 წელს, მაშინ ჟურნალ “თანამემამულეს” უძღვებოდი რომ გაგიცანი, “სკაიპით” ვისაუბრეთ და მალევე შემომთავაზე ჟურნალისთვის დამეწერა სტატიები, იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა…
აი, ზაზა მესხი, შენნაირი ადამიანი ძალიან ცოტააა, ჩემს ცხოვრებაშიც, აი, ისეთი, რომელთან რჩევაზე მიდიხარ და ზუსტად იცი, მოგისმენს და სწორს გირჩევს…
ბევრი დახმარება მიმიღია შენგან… ბევრი გვისაუბრია და…
არ ვიცი, არ მინდა დაჯერება სხვა რეალობის
სულ ვეძებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოჩნდი შვილებთან ერთად და სამშვიდობოზე ხარ…
ზაზა, უნდა დაგვიბრუნდე, სასწაულებიც ხომ ხდება?!!!“. – წერს ლევან ჭითანავა სოციალურ ქსელში.
2006 წელს, მაშინ ჟურნალ “თანამემამულეს” უაძღვებოდი რომ გაგიცანი, “სკაიპით” ვისაუბრეთ და მალევე შემომთავაზე ჟურნალისთვის…
Posted by Levan Chitanava on Saturday, August 5, 2023
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის