LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე: მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას“ დროს წარმატებულია, ვერაფერს აკეთებს „ომიკრონის“ შემთხვევაში

180
BeFunky-collage (8)

გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას“ დროს ძალიან წარმატებულია, ვერაფერს აკეთებს „ომიკრონის“ დროს – „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, არა მხოლოდ „ომიკრონი“, არამედ ყველა შტამი იქნება საშიში, რომელიც გამოჩნდება.

“განსაკუთრებული ყურადღებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ” – ბულეიშვილი “ომიკრონის” სიმპტომებზე საუბრობს

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

“20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა” – როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ბავშვებში

„საუბრობენ, რომ ეს შტამი იოლად მიმდინარეობს და რა მოხდა მერეო. ზოგმა ისიც თქვა, იქნებ ამით უფრო შევიძინოთ ბუნებრივი იმუნიტეტიო. ორი მომენტია – ქვეყნებში, სადაც ეს შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, იქ აცრილები არიან, ამიტომ აცრამაც იმუშავა. მეორე – იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალიზაციამ მატება დაიწყო. ამდენი დაავადებული რომ იქნება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გასაკვირი სიკვდილიანობაც გაიზარდოს. კანადელებმა გააკეთეს მოდელირება და აჩვენეს, რომ როდესაც ვირუსი 3-4-ჯერ სწრაფად ვრცელდება, 10-ჯერ სუსტიც რომ იყოს, ორი კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იგივე ეფექტი აქვს, როგორც ძლიერ შტამს.

თქვეს, რომ ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს – მაგალითად „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტიანობა 40%-მდე დაეცა დაინფიცირების თვალსაზრისით. ამავე დროს აჩვენეს, რომ 5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ „ბეტა“ ან „დელტა“ შტამი და აცრილი არ ხართ. „ომიკრონმა“ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი – მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ – რა სიმპტომებით ამოიცნობთ „ომიკრონ“ შტამს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g