LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი: “ფრთხილად უნდა ვიყოთო! გაიგეს თუ არა ეს ამბავი, მაშინვე მიმართეს ბორის ჯონსონს რომ იქნებ გადაიფიქროს სრული გახსნა 21 ივნისს…”

264
zaza-tsereteli-w-h

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში.

აღმოვაჩინეთ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ჰაერით სწრაფად ვრცელდება – ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

“მე მაპატიეთ წინასწარ, ამ შაბათ დილა დღეს….

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თან ლონგმა განაცხადა, რომ ქვეყანამ დაადგინა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდ -19 ვარიანტების ნაზავი, რომლებიც სწრაფად ვრცელდება საჰაერო გზით, იტყობინება ონლაინ გაზეთი VnExpress.
”ახლად გამოვლენილ პაციენტებზე გენის თანმიმდევრობის გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რომელიც არის ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაზავი”, – თქვა ნგუენ ტან ლონგმა.

”უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციებით, რომლებიც თავდაპირველად ბრიტანეთის ვარიანტს მიეკუთვნება”, – თქვა მან. VnExpress– მა ლონგის სიტყვებით თქვა, რომ ვიეტნამი მსოფლიოში ახლად აღმოჩენილ ვარიანტს მალე გამოაცხადებს.

გაიგეს თუ არა ეს ამბავი, გაერთიანებულ სამეფოში, მაშინვე მიმართეს ბორის ჯონსონს რომ იქნებ გადაიფიქროს და არ გამოცხადოს სრული გახსნა 21 ივნისს… ფრთხილად უნდა ვიყოთო!!!”- წერს ზაზა წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები