30 წლის ჯიჯი ჰადიდის ყოფილმა მეუღლემ, ზეინ მალიკმა პოდკასტში, Call Her Daddy საჯაროდ აღიარა, რომ გადახედა ყოფილ რჩეულთან, საკუთარი შვილის დედასთან ურთიერთობას და დაასკვნა, რომ მას ჯიჯისთან უბრალოდ მიჯაჭვულობა აკავშირებდა და არა სიყვარული.
ინსაიდერის თქმით, ჰადიდი მალიკის კომენტარებით „შოკირებული“ და „დამცირებული“ დარჩა.
ცნობისთვის, მოდელი და ჯგუფ One Direction-ის ყოფილი სოლისტი ექვსი წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. 2020 წელს მათ ქალიშვილი ჰაი შეეძინათ. 2021 წელს წყვილი საბოლოოდ დაშორდა, თუმცა, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰადიდი მსახიობ, ბრედლი კუპერს ხვდება. რამდენიმე თვის წინ წყვილი დაინიშნა.

