LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზღაპარში ვიმყოფები…უფალს, შვილებისთვის, სიხარულის ცრემლებით ვუხდი მადლობას“ – თამუნა ამონაშვილის ემოციური სიტყვები შვილების შეძენის შემდეგ

878
2025-12-10_23-53-04_854374

16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძისა და მომღერალ თამუნა ამონაშვილის ოჯახში დიდი ზეიმია – წყვილს ტყუპი, ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელ სექტემბერს მოევლინნენ, თუმცა მშობლებმა ეს ბედნიერი სიახლე საზოგადოებას მხოლოდ ახლა გაუზიარეს.

„ზმნა“ თამუნა ამონაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

დედობის შეგრძნება ზე ამაღლებულია. მთავარია, გამოსცადო. თუ გაქვს იმის ენერგია, შინაგანი მდგომარეობა, რომ გაზარდო შვილი, ამის იქით არაფერია უფრო მნიშვნელოვანი.

ხშირად მიფიქრია, რა მისია მაქვს ცხოვრებაში-მეთქი. რა თქმა უნდა, ისიც მისიაა, რასაც ვაკეთებ. ვარ მომღერალი, თითოეული სიმღერა ადამიანების გულში და ფსიქოლოგიაში გადატრიალებას ახდენს. უთქვამთ, რომ თქვენს სიმღერაზე შეგვიყვარდა ერთმანეთი, შევუღლდით, თქვენს სიმღერაზე შევრიგდითო და ასე შემდეგ. და იმ დროს, როცა შვილის ყოლას ვერ ვახერხებდი, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მომღერლობა იყო ჩემი მისია. დედობა რომ არ გამომდიოდა, ფარხმალი არ დამიყრია. და ეს მოხდა მაშინ, როცა ყველაფერი კომპლექსურად მომწიფდა.

მადლობას ვწირავ უფალს და მთელ სამყაროს ამ უდიდესი საჩუქრისთვის. უფლისგან საჩუქრებით ყოველდღიურად ვართ განებივრებული. ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით, რომ ეს საჩუქარია. განა ყოველი დილა საჩუქარი არის? ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვიღებთ. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი. ყველა დღე უფლის ნაჩუქარი დიდი დღესასწაულია. თუნდაც ჩვენი მოვლინება ამქვეყნად.

ასე დაგვირგვინდა ჩვენთვის უდიდესი საჩუქარი უფლისგან.

მადლობა, მადლობა, მადლობა უფალს, ჩვენს განგებას. მე მარტო ამას ვერ შევძლებდი. მე მარტო არ მაქვს ამის ძალა და უნარი. ეს უფლის ნებაა…

ახლა მე ზღაპარში ვიმყოფები. მთელი გულით და სულით, უფალს სიხარულის ცრემლებით ვუხდი მადლობას.

„იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა“ – 16-წლიანი ლოდინის შემდეგ თამუნა ამონაშვილი დედა გახდა: რას ჰყვება მისი მეუღლე?

თამუნა ამონაშვილი ტყუპების დედა გახდა – რა სახელები შეურჩია შვილებს მომღერალმა

ვრცლად იხილეთ ინტერვიუ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g