LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგი წერს, რომ ვიტყუები და „გულაობისთვის“ გაგროვებ ფულს და რეალურად ციცინო შურღაია უფულოდ მიკეთებს ყველაფერს, ზოგი კი ვარაუდობს, რომ ციცინომ მოიტყუა“ – მარიამ ტატანაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

985
მარიამ ტატანაშვილი

მარიამ ტატანაშვილი, რომელიც საზოგადოებამ 2021 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო, სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დახმარების თხოვნის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა.

„ციცინო შურღაიასთან დაკავშირებით მინდა, პატარა ვიდეოს საშუალებით მოგმართოთ. როდესაც საზოგადოებას დახმარებას ვთხოვ, ძალიან ცუდი კომენტარებს მწერენ. ზოგი წერს, რომ ვიტყუები და „გულაობისთვის“ გაგროვებ ფულს და რეალურად ციცინო შურღაია უფულოდ მიკეთებს ყველაფერს, ზოგი კი ვარაუდობს, რომ ციცინომ მოიტყუა, რომ უფასოდ მიკეთებდა ყველაფერს და თავის თავს პიარი გაუკეთა.

რეალურად კი ციცინოსთან ვერ ვიკეთებ თვალებს. რადგან ვერ ვიპოვეთ ექიმი, რომელიც უფასოდ გამიკეთებდა თვალს. ასევე ვერ ვიკეთებ ცხვირს.

ტუჩები მირჩიეს, რომ გავიკეთო ფილერით, ამიტომ ვიკეთებ ჩემ კოსმეტოლოგთან.

ციცინოს დახმარებით სახეზე და ყელზე ნაიარევებს მოვიშორებ. დანარჩენზე დამჭირდება თქვენი დახმარება. იმედი მაქვს, აღარ მეტყვით, რომ ვიტყუები.

ყოველთვის ვცდილობ, რომ დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რაც შემიძლია, რომ უფასოდ გავიკეთო, იმისთვის თანხას არასდროს ვითხოვ.

მადლობა ყველას, თითოეული თეთრისთვის, გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. თქვენს გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მომეხმარებით, რომ ჩემ ცხოვრებას დავუბრუნდე. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ამბობს მარიამ ტატანაშვილი.

„ბევრ ადამიანს ეგონა , რომ უბრალოდ „ნოეს შოუში“ გაუკეთა თავის თავს რეკლამა და ოპერაციას არ მიკეთებდა.. ძალიან მინდა, ისევ ისეთი ვიყო, როგორც ადრე და ამაში ქალბატონი ციცინო მიდგას გვერდში“ – მარიამ ტატანაშვილი

ცნობისთვის, მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი 2021 წელს მე­გობ­რებ­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ავარიაში მოჰყ­ვა. მრა­ვალ­მხრი­ვი ტრავ­მის მიუხედავად, საბედნიეროდ, მარიამი ავტოავარიას სასწაულებრივად გადაურჩა.

ავარიის შედეგად მარიამმა 6 თითი და მხედველობა დაკარგა.

„იმისთვის, რომ ჩემთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ, თავის ქალიდან უნდა აეღოთ ძვლები და გადაეტანათ ცხვირში და ყბაში… ეს არ მომეწონა და უარი ვთქვი… გადავწყვიტე ოპერაციები თბილისში გავიკეთო“ – როგორ გამოიყურება ავარიის დროს მძიმედ დაშავებული გოგონა ოპერაციის შემდეგ

@tatanashvili_mariami13

♬ original sound – Mariam_tatanashvili13
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g