ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამ დროისთვის კლინიკაში შემოწმებებს გადის.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 