LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა

151
შსს

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა – არსებული ინფორმაციით, ის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა. არსებული ცნობითვე, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g