LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი: „პატარა გიო, თავისი ფორმით, თვალებით, ცხვირით, უკვე დიდი გიო ხუციშვილი…“

404
ზუკა

ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მამობრივი გრძნობისა და თავისი პატარა ვაჟის, გიო ხუციშვილის შესახებ საუბრობს, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ ბაბუას.

ზუკა ხუციშვილი: მამობრივ პასუხისმგებლობას ბევრი ნიუანსი მოსდევს. ცდილობ, კარგად მოვლილი, კარგად ნაჭამი და ჩაცმული იყოს. მასზე ზრუნვა და მისი მოვლა არ მღლის. კარგად მოსუქებულია და ისეთი საყვარელია, როცა ვუყურებ, შემიძლია მთები გადავდგა მის გამო… ყოველი წამი, როდესაც ჩემს შვილთან ერთად არ ვარ, დაკარგული მგონია. მით უმეტეს, ახალშობილობის პერიოდში, როდესაც ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობს…

პატარა გიო არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის სამყაროს ცენტრია. სახლის გარეთ ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ სახლში არის მთელი ჩემი სამყარო. ვცდილობ, რომ მუსიკა ისევ იმ ხარისხით ვაკეთო, როგორც ვაკეთებდი. აქაც კი მთავარი მოტივაცია უკვე ეს ბავშვია, რადგან მინდა, ყველაფერი კარგი ჩემს საქმეშიც კი მისთვის ვაკეთო.

სხვათა შორის, დედაჩემი ძალიან მამსგავსებს ბავშვობაში. ჩემნაირი წყნარია, თბილია და მოსიყვარულე. გარეგნულად ნელ-ნელა უკვე მამაჩემსაც ვამსგავსებ და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თავისი ფორმით, თვალებით, ცხვირით უკვე დიდი გიო ხუციშვილია. ძალიან კონტაქტური ბავშვია და სითბო უყვარს. ამაშიც გიოს ჰგავს. მინდა, რომ უფრო მეტი თვისება მამაჩემისგან ჰქონდეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g