LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძის ცნობით, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს და ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას სწორედ რეანიმაციაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს

141
BeFunky-collage - 2023-02-01T005541.735

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს.

მისივე თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს.

„პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს. ეს არის მინიმალური რაოდენობა, იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება.

არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველი შემთხვევისთვის ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს.

დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა“, – განაცხადა “იმედის” ეთერში ჩხაიძემ.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

„არის წარმოუდგენელი ზეწოლა კლინიკის პერსონაზე, არის მუქარები და არა მარტო ექიმების მისამართით, არამედ მათი ოჯახის წევრების მისამართითაც. თუნდაც ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, რაზეც მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძე: „მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ“

ვიდეო: “დღეს ჩვენ თუ ვერ გადავარჩინეთ მიშა, ხვალ-ზეგ საფრთხე ემუქრება საზოგადოებას, ჩვენს შვილებს” – მიხეილ სააკაშვილის ძმა

არა პირველია, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რაც მათ უნდათ – ჩხაიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები