LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჭეშმარიტ ქართველს და ღვთისმოშიშ ადამიანს, ქართული ფეხბურთის სიამაყეს – ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავთ დაბადების დღეს.. ქართველმა ხალხმა შეგიყვარა, რადგან მათ გულებში გააჩინე კეთილი მომავალის იმედი“ – სამთავროს დედათა მონასტერი

163
ing (2)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დღეს იუბილარია. ფეხბურთელი 23 წლის გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს სამთავროს დედათა მონასტერი და სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მონაწილეობით ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს:

„ჩვენი დროის დიდ ფეხბურთელს, ჭეშმარიტ ქართველს და ღვთისმოშიშ ადამიანს, ქართული ფეხბურთის სიამაყეს – ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავთ დაბადების დღეს. წარმატება და ღვთის დიდი წყალობა მუდამ თანმდევი იყოს შენი ცხოვრების.

კიდევ და კიდევ ახალი მწვერვალები დაგეპყროს და ჩვენი ქვეყნის სახელი შორს გაგეტანოს მსოფლიოს მასშტაბით.

უკვე დაიმსახურე, რომ ქართველმა ხალხმა შეგიყვარა, რადგან მათ გულებში გააჩინე კეთილი მომავალის იმედი. წინ და წინ გევლოს უფლის გზაზე.

იხარე ორსავ სოფელსა შინა. შენი მფარველი წმიდანების, მსოფიო ეკლესიის უდიდესი მამების, წმიდა ბასილი დიდის, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმიდა იოანე ოქროპირის და წმიდა ნიკოლოზის ლოცვა გეწეოდეს“, – წერია სამთავროს დედათა მონასტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები