LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

103 წლის ამერიკელმა ქალმა დღეგრძელობის საკუთარი საიდუმლო გაამხილა

117
111

აშშ-ში მცხოვრებმა 103 წლის რუბი გრინვუდმა დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნა – მეზობლების ბავშვებისთვის ქუდების ქსოვით, ამის შესახებ Life 5 News წერს.

რუბი გრინვუდი 1922 წელს, ვერმონტში დაიბადა. ბავშვობა ფერმაში გაატარა და შრომა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით მეუღლესთან ერთად სამშენებლო მასალების გაყიდვის ბიზნესს მართავდა. თავად ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის მთავარი საფუძველი შრომისმოყვარეობა და მავნე ჩვევების არქონაა.

„მე არასდროს მიმიღია ალკოჰოლი და არც მომიწევია. არ ვიცი, პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს ჩემს ასაკთან,“ – ამბობს გრინვუდი. თუმცა მისი აზრით, სიცოცხლის გაგრძელებაში განსაკუთრებით ეხმარება მთავარი საქმიანობა – ბავშვებისთვის ქუდების ქსოვა.

გრინვუდი უკვე დაახლოებით 70 წელია ერთსა და იმავე ეკლესიაში დადის და იქ მყოფ ბავშვებს საკუთარი ხელით მოქსოვილ ქუდებს ჩუქნის. „მიხარია, როცა ვიცი, რომ ვიღაც მათ ატარებს,“ – აღნიშნავს ის.

ხანდაზმულ ქალს უკვე დაახლოებით 226 ქუდი აქვს მოქსოვილი. თითოეულზე საშუალოდ ორი დღე სჭირდება. მისთვის ეს მხოლოდ ჰობი არ არის – ეს არის გზა, რომ იყოს სასარგებლო და აქტიური.

სიკვდილის შიშზე საუბრისას გრინვუდი ამბობს, რომ არ ეშინია, თუმცა დანებებას არ აპირებს:
„მე არ მიყვარს ხელების ჩამოშვება,“ – ხაზს უსვამს იგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები