ყოველდღიურ რუტინაში დაკარგვა ძალიან მარტივია. ყველაფრის მოსწრების სურვილით, ხშირად რობოტებივით ვცხოვრობთ და ცხოვრების პატარ-პატარა სასწაულებს ვეღარ ვამჩნევთ. არადა ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია ჯადოსნური მომენტი, რომელიც საბოლოო ჯამში ბედნიერებას ქმნის.
1. ახალი დაკრეფილი ყვავილების არომატი სახლში.
2. სასიამოვნო სითბოს შეგრძნება მაშინ, როცა ვიღაცას ჩვენი ნამდვილად ესმის.
3. წიგნი, რომლის კითხვაც სულ ახალი დაწყებული გვაქვს, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ის ერთ-ერთი ფავორიტი გახდება.
4. კოცნა.
5. დილა, როდესაც არსად გვეჩქარება.
6. თვითმფრინავის აფრენა მაშინ, როცა დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა იწყება.
7. დიდი ხნის განშორების შემდეგ პირველი შეხება.
8. ნათელი ღამე, როცა ცაზე ვარსკვლავები ჩანს.
9. მუცლის ტკივილამდე სიცილი.
10. ფანჯრიდან უცხო ადამიანების თვალიერება.
11. მეგობრებთან შუაღამემდე საუბარი.
12. თავისუფლება იყო ის, ვინც ხარ.
13. პროდუქტიული დღის შემდეგ სასიამოვნო დაღლილობა.
14. სიმღერა, რომლის მოსმენაც არ გბეზრდებათ.