LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-16 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

459
ფესტივალი

15-16 ივნისს ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ საზეიმოდ გაიხსნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ლელა გოგუაძის თქმით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალი 18:00 საათზე დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები.  

ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც.

ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები