17 წლის ნოქს პიტი კვლავ პაპარაცები ობიექტივში მოხვდა. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი ამჯერად ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როცა ის აღმოსავლური ორთაბრძოლების ვარჯიშიდან ბრუნდებოდა.
ნოქსის ჩაცმულობა კვლავ ფერადი იყო, ისევე როგორც მისი ახალი იმიჯი. ამ დღეს მას ღია ვარდისფერი ჰუდი და კრემისფერი წარწერებიანი შარვალი ეცვა.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთმა ბიოლოგიურმა ვაჟმა იმიჯი რადიკალურად შეცვალა, თმა ჯერ ვარდისფრად შეიღება, შემდეგ კი ღია ქერად გადაიღება.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი
