ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი ფრჩხილის სოკოს მკურნალობის მარტივ, სწრაფ, ბიუჯეტურ და უსაფრთხო რეცეპტს გვიზიარებს.
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ სპეციალისტი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში უამრავი მალამო, რომელსაც ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ იყენებენ, ამ პრობლემას არ შველის:
ვიდეო: „ეს ნებისმიერ მალამოზე ეფექტურია“ – როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს? ეფექტური მეთოდი ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტისგან
ეფექტური მეთოდებისა და რჩევების შესახებ ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი საუბრობს.
„არსებობს ფრჩხილის სოკოს იაფი, სწრაფი და ეფექტური სამკურნალო საშუალება.
50 მილიგრამი ვაშლის ძმარი გააზავეთ თბილ წყალში და ყოველ საღამოს (10-15 წუთი) გაიკეთეთ აბაზანები დაზიანებულ ფრჩხილებზე. გაისუფთავეთ სოკოიანი ადგილები კარგად, რომ ვაშლის ძმარმა შეაღწიოს დაზიანებულ ადგილებში. 15 წუთიანი აბაზანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, გასაშრობად შეგიძლიათ თმის ფენის გამოყენება.
აუცილებლად უნდა მოვჭრათ სოკოვანი ადგილები ფრჩხილებზე, რომ ამ რეცეპტმა რომელსაც გიზიარებთ, კარგად დაფაროს სოკოვანი ადგილები ფრჩხილზე.
რაც შეეხება რეცეპტს:
ავიღოთ აბუსალათინის ზეთი იმდენი, რაც ერთი წასმით გეყოფათ, ამდენივე სოდა. შეურიეთ ერთმანეთს და მიიღებთ მალამოს ტექსტურას.
ეს მალამო წაისვით სოკოვან ადგილებზე და წინასწარ გამზადებული, ჩვეულებრივი სამედიცინო ხელთათმანი, თითის ადგილებზე გადაჭერით და მჭიდროდ მოირგეთ სოკოვან ფრჩხილზე.
დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში, რადგან სწორედ ასეთ შემთხვევაში შედის ღრმად დაავადებულ ფრჩხილებში ჩვენს მიერ მომზადებული მალამო.
თუ ამ პროცედურას დღის განმავლობაში გადაწყვეტთ, მაშინ 4-5 საათი მაინც გაიჩერეთ.
შემდეგი ეტაპია დილით აბუსალათინის ზეთის წასმა სოკოვან ფრჩხილებზე და გაიკეთეთ მასაჟი, რომ კარგად გაუჯდეს დაავადებულ ფრჩხილებს. ამის შემდგომ ჩაიცვით თეთრი წინდა.
ჩემი რჩევაა გამოიყენოთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული. ასევე ჩაიცვით არასინთეტიკური წინდები.
რაც შეეხება კვებას – ამოიღეთ ნახშირწყლები და ტკბილეული რაციონიდან.
შეიმოწმეთ D ვიტამინი, რადგან ფრჩხილის სოკოს ხშირად იმუნიტეტის ნაკლებობა იწვევს.
ინდივიდუალურია მაგრამ, 2-3 კვირაში შედეგი სახეზე იქნება და ეს პროცედურა თქვენ მხოლოდ 10 ლარი დაგიჯდებათ“ – ამბობს არუნ ხათრი.