LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს Audi-ს, BMW-სა და Mercedes-Benz-ის გაყიდვები შემცირდა

117
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გერმანული პრემიუმ სეგმენტის სამმა უმსხვილესმა ბრენდმა – Audi-მ, BMW-მ და Mercedes-Benz-მა,  2025 წლის გაყიდვები შეაჯამა. მონაცემების მიხედვით, ძირითად ბაზრებზე ყველა კომპანიის გაყიდვები შემცირდა.  შედარებით უკეთესი შედეგი BMW-ს ჰქონდა, ხოლო ყველაზე მკვეთრი ვარდნა – Mercedes-Benz-ს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, მთავარი პრობლემა ჩინეთის ბაზარია, სადაც მომხმარებელთა ინტერესი სულ უფრო მეტად ადგილობრივი ავტო ბრენდებისკენ იხრება და ევროპული პრემიუმ მარკების პოზიციებს ასუსტებს.

Audi-ს გლობალური გაყიდვები 2025 წელს 2,9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ბრენდმა 4%-იანი ზრდა აჩვენა, ეს ვერ გახდა საკმარისი სხვა რეგიონებში დანაკარგების კომპენსაციისთვის: ჩინეთში გაყიდვები 5%-ით დაეცა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში – 12,2%-ით.

BMW Group-მა მთლიანობაში გაყიდვების მცირე ზრდა – 0,5% შეინარჩუნა, თუმცა თავად BMW-ს ბრენდმა მიწოდება 1,4%-ით შეამცირა. განსაკუთრებით სერიოზული იყო ვარდნა ჩინეთში, სადაც BMW-სა და Mini-ს ერთობლივი გაყიდვები 12,5%-ით შემცირდა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა Mercedes-Benz-ის მსუბუქი ავტომობილების განყოფილება: კომპანიამ გლობალურად მომხმარებელთა 9% დაკარგა, რაც „დიდი გერმანული სამეულის“ ფარგლებში ყველაზე ცუდი შედეგია. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები დაახლოებით 12%-ით შემცირდა, ხოლო ჩინეთში ვარდნამ 19%-ს მიაღწია.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა Porsche-ის გლობალური შედეგებიც – ბრენდმა 2025 წელი 10%-იანი შემცირებით დაასრულა. მიუხედავად სტაბილური პოზიციებისა ჩრდილოეთ ამერიკაში, გაყიდვები მნიშვნელოვნად დაეცა გერმანიაში (-16%) და განსაკუთრებით ჩინეთში (-26%).

ექსპერტების შეფასებით, გერმანული პრემიუმ ბრენდებისთვის მომდევნო წლები გადამწყვეტი იქნება – კონკურენცია ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო გამკაცრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g