LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის საუკეთესო სასტუმროები – The World’s 50 Best Hotels-ის ვერსიით

103
W50BH25 site banner

საერთაშორისო ჯილდო The World’s 50 Best Hotels 2025-მა პლანეტის საუკეთესო სასტუმროები კიდევ ერთხელ გამოავლინა. პირველობა ჰონგ-კონგის Rosewood Hong Kong-მა მოიპოვა, რომელიც ჟიურის შეფასებით „ფუფუნების ნამდვილი სამოთხეა“. ამ სასტუმროში ყველაზე იაფი ნომერი ღამეში 650 დოლარი ღირს.

  1. Rosewood Hong Kong (ჰონგ-კონგი)
    ფუფუნება, სანაპიროს ულამაზესი ხედები და გამორჩეული არქიტექტურა – Rosewood უკვე არა მხოლოდ აზიის, არამედ მსოფლიოს ლიდერია. შესანიშნავია ბიზნეს ვიზიტორებისთვისა და ელიტური დასვენების მოყვარულთათვის.
  2. Four Seasons Bangkok (ტაილანდი)
    ქალაქის შუაგულში მდებარე გრანდიოზული სასტუმრო, რომელიც უფრო მეტად დიდი კურორტის შთაბეჭდილებას ტოვებს. სტუმრებს ელით სპა-ცენტრი და მდინარის ხედები. ფასები 450 დოლარიდან იწყება.
  3. Capella Bangkok (ტაილანდი)
    წინა წლის ლიდერი წელს მესამე პოზიციაზეა. თანამედროვე დიზაინი, მშვიდი ატმოსფერო და უმაღლესი კლასის მომსახურება. ღამის ფასი – 600 დოლარიდან.
  4. Passalacqua (კომოს ტბა, იტალია)
    ისტორიული ვილა იტალიური რომანტიკით. ტბის ხედები, ბაღები და ატმოსფერო, რომელიც კლასიკური ფილმებიდან აღებული კადრები გეგონებათ.
  5. Raffles Singapore (სინგაპური)
    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო აზიაში, რომელიც სინგაპურის სიმბოლოდაც ითვლება. კოლონიური არქიტექტურა და იდეალური სერვისი.
  6. Atlantis The Royal (დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები)
    სუპერ თანამედროვე და ფუტურისტული არქიტექტურა – სპა, აუზები, პანორამული ხედები და ცნობილი რესტორნები.
  7. Mandarin Oriental Bangkok (ტაილანდი)
    კლასიკური ელეგანტურობის და ტრადიციული ტაილანდური სტუმართმოყვარეობის ნაზავი. მდინარის საოცარი ხედებით.
  8. Chablé Yucatán (მექსიკა)
    ტროპიკული ბუნების შუაგულში – უნიკალური ეკო-მეგობრული კურორტი სპა-ცენტრით და ადგილობრივი კულტურის ელემენტებით.
  9. Four Seasons Firenze (ფლორენცია, იტალია)
    შესანიშნავი ძველი პალაცო, იტალიური არქიტექტურითა და ხელოვნების ატმოსფეროთი. იდეალურია რომანტიკული მოგზაურობისთვის.
  10. The Upper House (ჰონგ კონგი)
    მინიმალისტური დიზაინი, პანორამული ხედები და მშვიდი ატმოსფერო – ბიზნესისა და დასვენების იდეალური ბალანსი.

    ჟიურის აზრით, Rosewood Hong Kong-მა კლასიკური ფუფუნებისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანება შეძლო, რის გამოც გახდა კიდეც მსოფლიოში საუკეთესო სასტუმრო.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები