LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლიდან ევროპაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა შენობებს ააშენებენ

130
Sustainable_architecture_-_59

2030 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები მთლიანად ეკოლოგიურ მშენებლობაზე გადავლენ. ამის შესახებ გაეროს ოფიციალური საიტი წერს.

ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მესამედზე მეტი შენობებზე მოდის. ამიერიდან კი სახლებს ისე ააშენებენ, რომ ჰაერის დაბინძურება მინიმალური იყოს და გარემოს ზიანიც არ მოუტანოს.

გარდა ამისა, 2050 წლისთვის ევროპაში უკვე არსებული ყველა შენობაც მაქსიმალურად ეკოლოგიური უნდა იყოს. წარსულს უნდა ჩაჰბარდეს გათბობის ის გზებიც, რომელიც კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს.

ეკოლოგიურ მშენებლობაზე გადასვლა ევროკავშირს ამბიციური გეგმის მიღწევაში დაეხმარება, რაც 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნულოვან გამონაბოლქვს გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები