24 წლის Porsche 911 აუქციონზე 2 მილიონ ევროდ გაიყიდა. ელეგანტური ავტომობილი გასაყიდად “სოთბის” აუქციონის სახლმა გამოიტანა და ის იმით იყო უნიკალური, რომ გარბენი თითქმის არ ქონდა.
აღნიშნული მოდელი 1993 წელს არის აწყობილი და მან მთელი ეს წლები ავტოფარეხში, უმოძრაოდ გაატარა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მისი 51 ეგზემპლარი არსებობს და მათი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. სპორტქარი მოდელ 964-ის ბაზაზეა აწყობილი და 3,8 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონეს – 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. თუმცა არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ავტომობილის რეალური სიჩქარე 375 კმ/სთ-ია.
რაც შეეხება აუქციონს, ყველაზე ძვირადღირებული ლოტი 1937 წლის Talbot-Lago T150-C გახდა და ის უცნობმა პირმა 3 360 000 ევროდ შეიძინა.