ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
გარდაცვლილი ოპერატორი სახლში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ლექსო შაქარავას ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა.
“4 დღე ადამიანს დილა-საღამოს მორფს უკეთებდნენ, იმას რა უნდა ფონიჭალაში? რა უნდა იშოვოს ან რათ უნდა? საშინელი ტკივილები იცოდა, ანტიბიოტიკებს ვუკეთებდი და თვალში სამნაირ წვეთს ვაწვეთებდი, მეტი არაფერი გამიკეთებია,”- აღნიშნა გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედამ.
