LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მარტივი დავალება, რომელიც ზამთრის პირობებში სირბილს გაგვიადვილებს

17

საიდუმლო არავისთვისაა ის, რომ სირბილი აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ანვითარებს კუნთოვან სისტემებს, აუმჯობესებს სუნთქვას, გვეხმარება შევიძინოთ ახალი მეგობრები და ა.შ. მაგრამ თუ დილით იღვიძებთ და გარეთ ჯერ ისევ სიბნელეა, ცივა, აუცილებლად გეკარგებათ სირბილის სურვილი.

ზამთარში სირბილი არც ისე ადვილი საქმეა, სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სიცივის პირობებშიც კი არ დაკარგოთ სირბილის სურვილი.

 

არ ჩაიცვათ ბევრი

თუკი თქვენ სირბილის დროს ბევრ ტანისამოსს ჩაიცმევთ, აუცილებლად დაგცხებათ. ამიტომ საჭიროა ბალანსი ისე, რომ სხეული კომფორტულად და თბილად გრძნობდეს.

მოერიდეთ სიცივეს

ეცადეთ ჩაიცვათ ხელთათმანები, დაიხუროთ ქუდი, მოიხვიოთ კაშნე და ისე გახვიდეთ სავარჯიშოდ. ეს სხეულის ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოარიდოთ სიცივეს.

ჩაიცვით სწორად

სიცივის დროს აუცილებელია ჩავიცვათ რბილი ქსოვილისაგან დამზადებული ტანისამოსი, რომელიც გაატარებს ჰაერს და შეინარჩუნებს სითბოს. აგრეთვე შეიძლება ჩავიცვათ მჩატე ქურთუკებიც.

არ დაგავიწყდეთ გახურება

სანამ სარბენად გახვალთ, აუცილებლად გაახურეთ სხეული. გააკეთეთ რამდენიმე მოსათელი მოძრაობა 5-15 წუთის განმავლობაში, აცადეთ სხეულს გამოიღვიძოს. ასეთი გახურება მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სირბილი უფრო ეფექტური და სასიამოვნო გახდეს. გარდა ამისა, გახურებული სხეული დაგიცავთ გაციებისაგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები