იმისათვის, რომ პაემანი არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი, ხშირად გვიწევს მოვიქცეთ განსხვავებულად, მოვიფიქროთ ესა თუ ის ხუმრობა, ადგილები სადაც გავისეირნებთ… შესაბამისად გვიწევს ვიყოთ განსხვავებულები. რაც ალბათ დროთა განმავლობაში კარგ შედეგს არ მოგვიტანს. გთავაზობთ 4 მარტივ რჩევას თუ როგორ გავხადოთ პაემანი დასამახსოვრებელი:
- ისეირნეთ ნახევარი საათის განმავლობაში
სისხლი მხიარულად მოძრაობს, საუბარიც იდეალურად გრძელდება. სეირნობა რომელიც რაიმე სასიამოვნო ადგილთან ან ბუნებაში პიკნიკით სრულდება, ნებისმიერ სიტუაციას გამოაცოცხლებს. რაც მთავარია ასეთი სეირნობა აგრძნობინებს მას სიახლოვეს თქვენთან. გარდა ამისა დარჩით ყველაზე მაგარ მამაკაცად. იდეალური იქნება ნახევარ საათიანი გასეირნების შემდეგ თუ თითო ჭიქა ღვინოს დალევთ, ცოტასაც წაიხემსებთ. ასეთ სეირნობას ბევრი არაფერი არ სჭირდება და თქვენც ნამდვილ ბოისკაუტად გადაიქცევით.
- ერთად გადალახეთ დაბრკოლებები
არ აქვს მნიშვნელობა იქნებით მთაში, უსწორმასწორო გზაზე თუ ბარში, განათებულ ქუჩებში. ეცადეთ გამონახოთ რაიმე სახის დაბრკოლება, რომელსაც ერთად გადალახავთ. ასეთი თავგადასავალი ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. გადალახეთ დაბრკოლება? გაეშურეთ მშვიდ ადგილას მოსასვენებლად და დაგეგმეთ შემდეგი შეხვედრა.
- დილის პაემანი
შეთანხმდით, რომ შეხვდეთ დასვენების დღეს დილით და გაემართეთ წინასწარ შერჩეულ განსხვავებულ და საინტერესო ადგილას, მაგალითად ბაზარში. ერთად დაწყებული დილა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თქვენ ღამე ერთად გაატარეთ და გამოხვედით სასეირნოთ.
- ქუჩაში მირთმევა არ ისე ცუდია
იყავით კინოში? დაათვალიერეთ გამოფენა მუზეუმში? პარკშიც ისეირნეთ? უკვე დროა რაიმე მიირთვათ და თან გააგრძელოთ სეირნობა. „მეორე განყოფილება“ დაიწყეთ ნებისმიერი საცხობიდან საკვების მირთმევით. ასეთი საქციელი უკეთესია, ვიდრე სადმე ჯდომა და ერთმანეთზე ფიქრი.