LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 საუკეთესო ბოსტნეული მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის მოშორება სურს

109
Capture

ბოსტნეულში შეცდენა თითქმის შეუძლებელია. ასე მოამზადებთ თუ ისე, თითქმის ყველა შემთხვევაში ჯანსაღი კვება გამოგივათ. თუმცა, თუკი მუცლის ცხიმის შემცირება გსურთ, მაშინ არჩევანი კონკრეტულ სახეობებზე უნდა შეაჩეროთ.
ბოსტნეულზე, მათ შემცველობაზე და მიზნის მიღწევაზე ცნობილმა ამერიკელმა დიეტოლოგმა ტრისტა ბესტმა ისაუბრა.

1. ისპანახი

ისპანახი სასარგებლო კვებითი ნივთიერებებითაა ცნობილი და მნიშვნელობა არ აქვს მას სალათის სახით მიირთმევთ თუ ცილოვან სმუზიში დაამატებთ. რაც უფრო მეტი ისპანახი იქნება თქვენს რაციონში, მუცლის ცხიმის მოშორება უფრო გაგიადვილდებათ. საქმე ისაა, რომ ეს ბოსტნეული საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და მასში არის ვიტამინი K, რომელიც სხეულის მასის შესამცირებლად ძალიან სასარგებლოა.

2. წითელი ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკა დიეტისთვის იდეალური ბოსტნეულია. წიწაკა ნაკლებ კალორიას და მაღალ კვებით ღირებულებას შეიცავს. ამ ბოსტნეულის დახმარებით საკვების მიღების შემდეგ შიმშილი ნამდვილად არ შეგაწუხებთ და არც ზედმეტი კალორიების მიღების სურვილი გექნებათ.

3. ბროკოლი

ბევრი დიეტოლოგი თანხმდება იმაზე, რომ ბროკოლი სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს, ენერგიულობას ზრდის და წონის მატებას ხელს უშლის. ამასთან, საჭმლის მომნელებელ სისტემასაც ეხმარება და იდეალური ფიგურის მისაღებად საუკეთესო დამხმარეა. ასეთი შედეგის მიღწევა კი ბოსტნეულში დიდი რაოდენობით არსებული C ვიტამინის და კალციუმის დამსახურებითაა შესაძლებელი. ბროკოლი ანტიოქსიდანტებითაც მდიდარია, რაც ორგანიზმში ანთებით პროცესებს ებრძვის.

4. სტაფილო

გემრიელი ბოსტნეული სინამდვილეში იმაზე ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე ბევრი ადამიანი ფიქრობს. სტაფილოს რეგულარულად მირთმევა წონაში კლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. საქმე ისაა, რომ ეს ბოსტნეული სხეულს მეტაბოლიზმში ეხმარება და მყარი ტექსტურის გამო კალორიები სტაფილოს მირთმევის დროსაც კი იწვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები