ექსპერტმა ჩამოთვალა ის ავტომობილები, რომლებიც 300 ათას კილომეტრს უპრობლემოდ გაივლიან. ეს სია იმ ადამიანებს გამოადგებათ, ვინც მეორადი ბაზრითაა დაინტერესებული. სპეციალისტის თქმით, ეს მანქანები ნამდვილად გამძლეა, თუმცა სწორი და დროული სერვისის აუცილებლობაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
გამძლე მოდელთა შორის სიაში პირველი – მეორე თაობის Ford Kuga-ა, 2,5 ლიტრის მოცულობის „ატმოსფერული“ ძრავით. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს ძრავა ზეთის გაზრდილი მოხმარებისკენ არ არის მიდრეკილი, რაც მას ექსპლუატაციის დროს საკმაოდ ეკონომიურს ხდის.
გამძლეთა სიაში მოხვდნენ ასევე – Kia Rio და Hyundai Solaris – სწორი სერვისის შემთხვევაში კორეულ „ბიუჯეტურებსაც“ შეუძლიათ 300 ათას კილომეტრზე მეტის გავლა. თუმცა, 80 ათასისკენ შეიძლება გაფუჭდეს ქარხნული კატალიზატორი, ხოლო 200 ათასზე დამატებით სხვა ნაწილების გამოცვლაც იქნება საჭირო.
სიაში მოხვდა კიდევ ერთი ბიუჯეტური მოდელი – Renault Logan, მოდიფიკაცია ძრავით 1.4 8V, რომელსაც 75 ცხენის ძალა აქვს დამატებული და 1,6 8V 84 ძალით. ლოგანი არამხოლოდ 300 ათასს, არამედ 400 ათას კილომეტრსაც გაივლის. დიდი პლუსია ისიც, რომ მოდელის სერვისი თუ შეკეთებაც არ ღირს ზედმეტად ძვირი. იმისათვის, რომ ავტომობილი მფლობელს დიდ ხანს ემსახუროს, ყველა ნაწილისთვის სათანადო ყურადღების მიქცევაა საჭირო.
და ბოლოს, გამძლე მოდელთა სიაშია – Volkswagen Polo/Skoda Rapid და Ford Focus II.