LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 გახმაურებული ქეისი მოვიტანე, 1 ბავშვი კანადაშია გაყვანილი, მეორე საბერძნეთში“ – თამუნა მუსერიძე ჩვილების გაყიდვის საქმეზე ჩვენებას მისცემს

281
BeFunky-collage (5)

სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და პირველი, ვინც გამოძიებას ჩვენებას მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციისა და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი, თამუნა მუსერიძე იქნება.

სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია უწყებას 31 აგვისტოს.

“ჰქონდათ განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი, გაყინული ბავშვები და თუ მშობელი მოითხოვდა, ვითომ გარდაცვლილი შვილის ნახვას, აჩვენებდნენ” – სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდოდ გაყიდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

დღეს, 5 სექტემბერს კი, საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე თამუნა მუსერიძემ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

„5 გახმაურებული ქეისი მოვიტანე, მათ შორის 2 ეხება არასრულწლოვნის გაყვანას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ერთი ბავშვი არის გაყვილი კანადაში, მეორე საბერძნეთში, თუმცა ორივე უკანონოდ. დეტალებს მოვახსენებ [უწყებას] და იმედი მაქვს, მიეცებიან [შესაბამისი პირები] პასუხისგებაში.

ეს ბავშვები სხვადასხვა ოჯახების სახელსა და გვარებზე არიან გაყვანილი, გენეტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ადამიანები მათი შვილები არ არიან.

მოტანილი მაქვს მათი დაბადების მოწმობები, მათი არარეალური მშობლების პირადობები.. და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- თქვა თამუნა მუსერიძემ.

შეგახსენებთ, “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g