LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 კვებითი ჩვევა, რომელიც 57 წლის სარა ჯესიკა პარკერს ეხმარება, რომ არაჩვეულებრივ ფორმაში იყოს

58
sjp-10

სარა ჯესიკა პარკერი Sex and The City-ში გამოჩენის შემდეგ ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა.
57 წლის მსახიობი, მეუღლე, დედა და მოდის ლეგენდა მილიონ კითხვას იღებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახერხებს ფორმისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

პარკერი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება, მინიმალური ქირურგიული ჩარევებითა და თმაზე ვერცხლისფერი თმით.

ხშირად ასიამოვნე თავი
პარკერმა ზუსტად იცის, თუ რა უყვარს და საკუთარ თავს უარს თითქმის არაფერზე ეუბნება, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს საკვებს ეხება. ბუნებრივია, გარკვეული დოზების დაცვა აუცილებელია, თუმცა გემრიელ საჭმელზე უარის თქმა არ ღირს.

სამზარეულოში ტრიალი ეს ნამდვილი გართობაა
მსახიობს მზარეულობა ძალიან უყვარს. ის და მისი მეუღლე სხვადასხვა რეცეპტებს პოულობენ და შემდეგ ერთად ამზადებენ. მოგვიანებით კი თავის შემოქმედებას გამომწერებსაც უზიარებენ ხოლმე.

საქმიან დღეებში საუზმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
არაერთი კვლევით დასტურდება რომ ჯანსაღი, ცილებით სავსე საუზმე ეხმარება მეტაბოლიზმს, ამიტომ როცა ჯესიკას დიდი გადაღებები აქვს დაგეგმილი იმ დღეს განსაკუთრებით ნოყიერად საუზმობს.

მას ძალიან უყვარს ღვინო და კოქტეილები
პარკერი ალკოჰოლზე უარს თითქმის არასდროს ამბობს, დიდი სიამოვნებით მიირთმევს ღვინოს, კოქტეილებს. მისი ფავორიტი სასმელი კოსმოპოლიტენია.

ყავა, ოღონდ მხოლოდ 1 ჭიქა
როცა ისეთი დაკავებული ხარ როგორც სარა ჯესიკა პარკერი, გასაკვირი სულაც არ არის რომ ყავის მოყვარული იყო. მსახიობს ყავა მართლაც ძალიან უყვარს, თუმცა თავის თავს მუდმივად ლიმიტებს უწესებს და დღეში ერთ ფინჯანზე მეტს არ მიირთმევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები