LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა, რომელიც სახლიდან მუშაობისას პროდუქტიულობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

37
5-tips-successfully-work-at-home-02341267

სახლიდან მუშაობა პანდემიამ ნორმალურ რუტინად გადააქცია. მაშინ როცა ზოგიერთი კომპანია იმაზე ფიქრობს, თუ როდის და როგორ დააბრუნოს თანამშრომლები ოფისში, ბევრმა გადაწყვიტა, რომ დისტანციური მუშაობა პერმანენტულად გადააქციოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება, რათა სახლიდან მუშაობისას კონცენტრაცია არ დაკარგოთ.

1. რუტინა

ისევე როგორც ოფისში, სახლშიც აუცილებელია სტრუქტურის შედგენა. დავალებების საათობრივად გადანაწილება. არ დაგავიწყდეთ დროის გამოყოფა ლანჩისთვის და შესვენებებისთვის.

2. სამსახური და სახლი ერთმანეთისგან გამოყავით

დისტანციურად მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამსახურის ცხოვრების სახლის ცხოვრებისგან გამოყოფაა. ბალანსის დასაცავად აუცილებელია, რომ საათების სწორად გაანაწილოთ და მათ მიყვეთ კიდეც. როცა მუშაობას მორჩებით, გამორთეთ კომპიუტერი, ტელეფონი და შეეცადეთ საქმეზე აღარ იფიქროთ. თუკი სახლში ცალკე სივრცეს გამოყოფთ და მინი ოფისს მოიწყობთ, თქვენს პროდუქტიულობას ეს ფაქტიც ძალიან დაეხმარება.

3. დატოვეთ სახლი

რადგან ოფისში არ დადიხართ, არ ნიშნავს იმას რომ სულ ერთ ადგილას უნდა იყოთ. შეგიძლიათ სამუშაო სივრცე სასიამოვნო კაფეში, ბიბლიოთეკაში ან სადმე სხვაგან მოიწყოთ. ლოკაციის შეცვლა ახალ ენერგიებს გაგრძნობინებთ, სახლის დატოვება თუნდაც ერთი საათითაც კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს.

4. არ დაკარგო კონტაქტი

სახლიდან მუშაობისას შესაძლოა თავი მარტოდ იგრძნოთ. ამიტომ შეეცადეთ თქვენ კლიენტებს თუ კოლეგებს ლანჩზე ან ყავაზე შეხვდეთ და ცოცხალი კომუნიკაცია ამ გზით შეინარჩუნოთ.

5. გაუმკლავდი სირთულეებს

დისტანციურად მუშაობისას ბევრ სირთულეს გადააწყდებით, ბევრი რამე გაგიფანტავთ ყურადღებას, იქნება ეს ბავშვები, მეზობლები, ოჯახური პრობლემები თუ სხვა. ამიტომ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ კონცენტრაცია მალევე დაიბრუნოთ და მიუხედავად სიტუაციის – საქმე გააგრძელოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები