LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე ჯანსაღი ზამთრის სეზონის ხილი

62
Apples-1

ზამთრის სეზონი სიცივესთან, უმეტესად სახლში ყოფნასთან და იმუნური სისტემის დასუსტებასთან ასოცირდება.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ხილის მიღება, რომელიც ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. სეზონური ხილის მირთმევა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და თან ძალიან გემრიელიცაა.

რამდენიმე სახეობა, რომელიც ზამთარში თქვენი რაციონის ნაწილი უნდა იყოს:

1. ვაშლი
ვაშლი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი, ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა და ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკს ამცირებს. ეს ხილი დიაბეტის გაჩენის ალბათობაზეც მოქმედებს.

2. ყურძენი
ყურძნის შეძენა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზამთრის სეზონზე ის განსაკუთრებით სასარგებლოა. ყურძენი ისეთი ვიტამინებითაა სავსე, რომელიც კანის სილამაზის შესანარჩუნებლადაა საჭირო. ყურძენი გონების მკვებავიცაა და მხედველობისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

3. კივი
კივი C ვიტამინის მდიდარი წყაროა და მთელი დღის განმავლობაში ენერგიების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კივი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც უებარი წამალია.

4. ფორთოხალი
ფორთოხალიც ბევრი სხვა ხილის მსგავსად მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, თუმცა ის ზამთრის სეზონზე უნდა მიირთვათ. ხილი არამხოლოდ C ვიტამინითაა მდიდარი, არამედ კიბოს გაჩენის რისკსაც ამცირებს.

5. მარწყვი
მარწყვი იმუნური სისტემის გაძლიერებაში, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, ცუდი არ იქნება თუ კი ამ ხილს თქვენს დღიურ რაციონს დაამატებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები