LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50 ადამიანთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, 152 უსაფრთხო ადგილზეა მაშველებთან ერთად” – რეგიონალური განვითარების მინისტრი

195
BeFunky-collage - 2023-08-04T010058.808

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 50 ადამიანთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოების ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, ხოლო 152 ადამიანი რამდენიმე მდებარეობაში უსაფრთხო ადგილას არის სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.

„ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე მდებარეობაში უსაფრთხო ადგილას არის სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სასტუმრო „სანსეტ შოვი“: ჩვენი ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას

ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ღამეს ვერ გადაიტანენ…ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც” – ახალგაზრდა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

შოვშვი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.

ამავე თემაზე:

შოვში მეწყერი ჩამოწვა 

შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g